პროექტის ავტორი
|
ხათუნა ქასოშვილი
|
რაიონი
|
შიდა ქართლი
|
სკოლა
|
სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლა
|
ქალაქი
|
კასპი
|
საფეხური,კლასი
|
II,III,IV კლასი,
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
22 მოსწავლე
|
პროექტის ხანგრძლივობა
|
1/05/2019-07/06/2019
|
პროექტის დასახელება
|
ჯანსაღი
ცხოვრების წესი
|
პროექტის აქტუალურობა
|
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთ წამყვან
ადგილზეა, თუმცა,
იმავე წყაროს
მიხედვით, მსოფლიო
ახალგაზრდობის 80% ფიზიკურად არასაკმარისად არის დატვირთული. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი
ცხოვრების წესის მნიშვნელოვან შემადგენელს, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა შეადგენს. ჯანსაღი ცხოვრების წესში არა მარტო სპორტი არამედ ფეხით, ველოსიპედით სიარული,
ბაღში, ბოსტანში მუშაობა იგულისხმება.
ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, ამცირებს მრავალი დაავადების, მათ
შორის, ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთი ფორმის
განვითარების ალბათობას, ამცირებს მოტეხილობების და
ხერხემლის დაზიანების რისკს.
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეებმა გაიზრონ რა სარგებლობა მოაქვს ფიზიკური აქტივობებს და ზოგადად, ჯანსაღი
ცხოვრების წესს
მოზარდებისთვის.
გაითავისონ , რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელს უწყობს
ორგანიზმის ჯანსაღ
ზრდა-განვითარებას; ასევე ეხმარება სასურველი წონის მიღწევასა და
შენარჩუნებაში; აძლიერებს ძვლებსა და კუნთებს;
არეგულირებს და აბალანსებს კოორდინაციის უნარებსა და ქცევებს;
აუმჯობესებს კონცენტრაციისა და აზროვნების უნარებს;
ამაღლებს საკუთარი თავის რწმენასა და თავდაჯერებულობას;
ათავისუფლებს სტრესისგან და ასვენებს ორგანიზმს/გონებას;
უზრუნველყობს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას და ა.შ
|
პროექტის ეტაპები
|
იდეის განსაზღვრა. მიზნის ჩამოყალიბება. ფუნქციების
განაწილება. სტუმრობა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ სპორტსმენებთან, ინტერვიუს ჩამორთმევა.
ექიმის მოწვევა სკოლაში და საუბრები მასთან ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობაზე.
ღონისძიების ორგანიზება. მოსწავლეთა მშობლების მოწვევა და სპორტულ ღონისძიებაში ჩართვა.საუბრები
ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სპორტის აუცილებლობაზე მოზარდთა ცხოვრებაში. მოზარდის ფიზიკური
აქტივობის სახე და სიხშირე უნდა განვსაზღვროთ და დავგეგმოთ მათი ინტერესების, შესაძლებლობების,
იდენტურობისა და წინასწარი ცოდნის შესაბამისად.
|
Monday, 11 November 2019
Subscribe to:
Post Comments (Atom)
„ 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა! 20.05 – 05.06 2019 წელი პროექტის ხელმძღვანელი ხათუნა ქასოშვილი სკოლა ...
-
მუსიკის წრის შემაჯამებელი მეცადინეობა მუსიკის წრის მუშაობის ამსახველი სურათები. მოსწავლეებმა შისწავლეს მერი დავითაშვილის ს...
-
გაზაფხული და დედა 01.03 – 1 1 .03. 2019 წელი პროექტის ხელმძღვანელი ხათუნა ქასოშვილი სკოლა კასპის მუნიც...
-
„ 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა! 20.05 – 05.06 2019 წელი პროექტის ხელმძღვანელი ხათუნა ქასოშვილი სკოლა ...
No comments:
Post a Comment