„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“
26.03.2019-15.04.2019
პროექტის
ხელმძღვანელი
|
ხათუნა
ქასოშვილი
|
სკოლა
|
სსიპ კასპის
მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლა
|
სამიზნე
ჯგუფი
|
მე-3 კლასის
მოსწავლეები, მასწავლებელი, მოწვეული სტუმრები
|
პროექტის
ვადები
|
26.03.2019-15.04.2019 წელი
|
პროექტის
აქტუალობა
|
ქართული ენისა და ლიტერატურის
გაკვეთილებზე ჩემმა მოსწავლეებმა სახელმძღვანელოდან
შეტყვეს საინტერესო ინფორმაციები დამწერლობის წარმოშობის შესახებ. დაინტერესდნენ
იქვე წარმოდგენილი ილუსტრაციებითაც კალიგრაფიული ნიმუშებით, ფოტოებით. ბავშვებმა
შეისწავლეს მცირე ზომის საინფორმაციო ტექსტი ფარნავაზ მეფეზე. ბუნებრივია, მცირე
მოცულობის ტექსტებმა ვერ დააკმაყოფილა მათი ცნობისმოყვარეობა, ბავშვებს გაუჩნდათ
შეკითხვები. ჩანდა, რომ მათ სურდათ აღნიშნულ
საკითხზე მეტი სცოდნოდათ. აგრეთვე, მნიშვნელოვანი
მამოტივირებელი გახდა სკოლაში დაგეგმილი კვირეულიც, ენის დღისადმი-14 აპრილისადმი-
მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება. სასწავლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეები განავითარებენ თავიანთ უნარებს კითხვაში, მონაცემების შეგროვებასა
და ანალიზში, პროექტში მონაწილეობა მათ დაეხმარება
შემოქმედებითი უნარების განვითარებაშიც. ვფიქრობ, მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდებათ
უკეთ შეისწავლონ თავიანთი მშობლიური ენა, უკეთ წერონ, გამოფინონ თავიანთი ნახატები,
თხზულებები... განვითარდება მათი კითხვის უნარიც, ვინაიდან მოსწავლეებს მოუწევთ აღნიშნულ
ენაზე სხვადასხვაგვარი ტექსტის წაკითხვა.
|
პროექტის
მიზანი
|
ü
მოსწავლეებმა შეძლონ
თავიანთი წინარე ცოდნის გააქტიურება მოცემულ
თემაზე;
ü
შეისწავლონ თავიანთი
მშობლიური დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების ისტორია,-რა თქმა უნდა, მათი
ასაკის შესაფერისად;
ü
შეძლონ მარტივი ინფორმაციების
მოპოვება უფროსებიდან, ინტერნეტიდან, წიგნებიდან,-მესამეკლასელთათვის შესაფერისი;
ü
სურვილი გაუჩნდეთ ლამაზი
კალიგრაფიით წერისა,-შეძლებისდაგვარად, განავითარონ წერის უნარ-ჩვევები;
ü
შეძლონ თავიანთი შთაბეჭდილების,
თავიანთი დამოკიდებულების გადმოცემა;
ü
შეძლონ აღნიშნულ თემაზე შექმნილი ნამუშევრების კლასისთვის,
მოწვეული სტუმრებისთვის წარდგენა/პრეზენტაცია;
ü
გამოავლინონ თავიანთ
ნეტ-ბუკში საპრეზენტაციო სლაიდის შექმნის უნარი;
|
პროექტის
ამოცანები
|
ü
ინტერნეტში აღნიშნულ
საკითხზე ფოტო და ვიდეომასალის შერჩევა;ო
ü
სცენარის -ლიტერატურული
კომპოზიციის მომზადება;
ü
არასაგაკვეთილო პროცესის
ორგანიზება;
ü
კალიგრაფიული ნამუშევრებისა
და სახვითი ნამუშევრების მომზადება;
ü
ჯგუფური მუშაობის მონიტორინგი;
ü
შესრულებული ნამუშევრების გამოფენა;
ü
შემაჯამებელი სამუშაოს
ორგანიზება, შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია;
ü
სასწავლო პროექტისა
და ჩატარებული სამუშაოს შეფასება;
|
მოსალოდნელი
შედეგები
|
მოიძიებენ ინფორმაციებს ინტერნეტში, საკუთარი შესაძლებლობების
ფარგლებში დაწერენ მცირე ზომის თხზულებებს,
კალიგრაფიულ ნიმუშებს, ისწავლიან
ლიტერატურულ კომპოზიციას ენის, სამშობლოს თემაზე, წარმოადგენენ ნახატებს,
მოამზადებენ საპრეზენტაციო სლაიდებს. მათ მიერ შექმნილი ნამუშევრებით წარსდგებიან
მაყურებელთა წინაშე.
|
პროექტის
მიმდინარეობა
|
ჩავატარებ საკლასო ინტერაქციას
თემაზე: „რა ვიცით ჩვენი ენისა და დამწერლობის შესახებ?“ მოსწავლეები გამოავლენენ თავიანთ ცოდნას აღნიშნული
თემის ირგვლივ. შეიქმნება ასოციაციური რუკა: : „ჩვენი ენა, ჩვენი ანბანი.“ მოტივირების მიზნით მათ ვუჩვენებ მცირე ზომის
ანიმაციურ ფილმს ფარნავაზ მეფეზე,-სერიიდან „იცოდე შენი ისტორია.“ მოსწავლეებს მივცემ ინსტრუქციას, - თუ როგორ შეასრულონ
სხვადასხვაგვარი დავალება პროექტის ფარგლებში: მათ უნდა მოიძიონ ინფორმაციები აღნიშნულ
თემაზე, თავიანთ ნეტ-ბუკებში შექმნან მცირე ზომის მარტივი საპრეზენტაციო მასალები,
მოამზადონ ლიტერატურული კომპოზიცია ჩემ მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით, შექმნან
კალიგრაფიული ნიმუშები,ჩაერთონ კალიგრაფიული ნაშრომების გამოფენაში, დაწერონ მცირე
ზომის თხზულებები მშობლიურ ენასა და დამწერლობაზე, დახატონ და გამოფინონ თავიანთი
სახვითი ნამუშევრები. ბავშვებს მივუთითებ სხვადასხვა წყაროს, გავამხნევებ, გავუწევ
საჭირო სკაფოლდინგს. გავაცნობ მათ შეფასების კრიტერიუმებს. ვეტყვი, რომ თავიანთი
ნამუშევრები თანდათანობით წარმოგვიდგინონ, გაგვაცნონ, რათა ერთობლივად ვიმუშავოთ
მათ დახვეწაზე, ხარვეზების აღმოფხვრაზე...
მოსწავლეები
იმუშავებენ ერთობლივად დაგეგმილ ნამუშევრებზე, ყოველ ახალ ინფორმაციას ერთმანეთს გავაცნობთ, გავაანალიზებთ შესრულებულ სამუშაოებს, გამოვასწორებთ დაშვებულ შეცდომებს,
დავსახავთ ახალ გეგმებს... ჩავატარებთ რეპეტიციებს ლიტერატურული
კომპოზიციის შესასწავლად. ბავშვები
გადანაწილდებიან
ჯგუფებში და შექმნიან საპრეზენტაციო მასალას, რისთვისაც გამოიყენებენ
უკვე მოძიებულ რესურსს. ბავშვებს დავეხმარები,
რომ მათი შექმნილი სლაიდები ერთ პრეზენტაციად
გაერთიანდეს. დავეხმარები სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაშიც. მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ ერთობლივ მუშაობასთან
დაკავშირებულ მოლოდინებს და ვთხოვ, იხელმძღვანელონ ჯგუფური მუშაობის რუბრიკით.
ვინაიდან მიმდინარე წელს 14 აპრილი კვირადღეა,
შემაჯამებელ სამუშაოს ჩავატარებთ 11 აპრილს, როგორც კვირეულის ფარგლებში განგვისაზღვრეს.
შემაჯამებელ დღეს მშობლებისა და სხვა მოწვეულისტუმრების წინაშე მოსწავლეები
წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. ისინი გამოავლენენ თავიანთ ცოდნას, დამოკიდებულებას,
ემოციებს...
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მივცემ საშუალებას გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი უკუკავშირი და დაუსვან
ჯგუფებს კითხვები, გავაკეთებთ დასკვნას.
12-15 აპრილს მოსწავლეებს
გამოვუყოფ დროს ინდივიდუალური და ჯგუფური თვითშეფასებისთვის, შესრულებულ სამუშაოს
სპეციალური რუბრიკებით მეც შევაფასებ, თვითშეფასებას თავადაც მოვახდენ.
|
სასწავლო პროექტის შესაფასებლად გამოყენებული რუბრიკები
მოსწავლეებზე
დაკვირვების
ცხრილი
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
მოსწავლეთა ჩართულობის
ხარისხი
|
+
|
||
აღნიშნული საკითხის
ცოდნა
|
+
|
||
წარმოდგენილი ნამუშევრების
ხარისხი
|
+
|
||
შესრულებული სამუშაოს
პრეზენტაციის
უნარი
|
+
|
სასწავლო პროექტის შეფასების რუბრიკა
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
წარმოდგენილი საკითხის
აქტუალურობა
|
+
|
||
რამდენად
კონკრეტული,
მიღწევადი,
ნათელი
და
გაზომვადია
სასწავლო
პროექტის
მიზნები
და და ამოცანები
|
+
|
||
რამდენად რეალურია
შედეგის
მიღწევა
და
რამდენად
შეესაბამება
მიზანს
|
+
|
||
რამდენად ზუსტად
არის
განსაზღვრული
საჭირო
რესურსი
|
+
|
||
თანმიმდევრობა- რამდენად
ლოგიკურადაა
აგებული
|
+
|
ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის ჩართული ჯგუფურ
საქმიანობაში
|
უმრავლესობა ჩართულია ჯგუფურ საქმიანობაში
|
ყველა ჩართულია ჯგუფურ საქმიანობაში
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს, ხმაურობენ, არ იზიარებენ
ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ მიყვებიან
ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
|
დაიცვეს დროის ლიმიტი
|
ლიდერის როლი
|
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის
მუშაობას
|
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
|
ლიდერი ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას
|
No comments:
Post a Comment