„სტუმრად გაცოცხლებულ გაზაფხულთან“
25.04-15.05 2019 წელი
პროექტის ხელმძღვანელი
|
ხათუნა
ქასოშვილი
|
სკოლა
|
სსიპ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლა
|
სამიზნე ჯგუფი
|
მე-3 კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მოწვეული
სტუმრები
|
პროექტის ვადები
|
25.04 -15.05. 2019 წელი
|
პროექტის აქტუალობა
|
უმცროსკლასელ მოსწავლეებში ყოველთვის შეინიშნება დიდი სურვილი თავიანთი შთაბეჭდილებების
გადმოცემისა, ლექსის წაკითხვისა, ზღაპრის მოყოლისა, ნახატების წარდგენისა და ა. შ.
ზოგჯერ დროის უკმარისობის გამო მოსწავლის ეს სურვილი სრულად ან ნაწილობრივ დაუკმაყოფილებელი
რჩება. ვფიქრობ, საინტერესო ღონისძიება მოტივაციას
აღუძრავს ბავშვებს, აქტიურად ჩაერთონ
კლასგარეშე სასწავლო აქტივობებში, შეძლონ
თანამშრომლობა, მშობლებმა მეტი დრო გაატარონ ერთმანეთთან, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, უფრო აქტიურად ჩაებან სასკოლო ცხოვრებაში, მიხვდნენ
სკოლისა და ოჯახის ურთიერთკავშირის მნიშვნელობას...
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეებმა
შეძლონ თავიანთი ცოდნის გააქტიურება გაზაფხულზე და წელიწადის ამ დროის ღირსშესანიშნავ
დღესასწაულებზე;
განავითარონ კითხვითი წიგნიერების უნარები - სხვადასხვაგვარი
ტექსტის გაცნობით;
შეძლონ თავიანთი შთაბეჭდილების, თავიანთი დამოკიდებულების
გადმოცემა;
შეძლონ აღნიშნულ
თემაზე შექმნილი ნამუშევრების კლასისთვის წარდგენა/სახვითი ნამუშევრებისა და ხელნაკეთი
ნივთების გამოფენა;
უფრო განავითარონ თავიანთი ზეპირსიტყვიერება, მოახერხონ
ლექსის დეკლამირება, როლების გათამაშება, მუსიკალური ნომრების წარდგენა;
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები შეძლებენ თავიანთი
ცოდნის გააქტიურებას წელიწადის დროებზე, აქტიურად ჩაერთვებიან კლასგარეშე სასწავლო
აქტივობებში, შეძლებენ თანამშრომლობას,
მეტი დროს გაატარებენ შვილები და მშობლები
ერთმანეთთან სასკოლო ცხოვრების ფარგლებში.
|
პროექტის მიმდინარეობა
|
წინასწარ შევარჩევ ყველა საჭირო რესურსს, მეთოდს და
ა.შ. პროცესისთვის საგანგებოდ მოვემზადები,
მოსწავლეებს მივცემ მიზნობრივ დავალებებს, ჩავატარებ
ე. წ. „კითხვის საათებს“ აღნიშნულ თემაზე. ჩავატარებ რეპეტიციებს, მოვაწყობ
მცირე საკლასო გამოფენებს, ჩატარებულ სამუშაოს
კი მოსწავლეებს შევაჯამებინებ საზემო ღონისძიებით გაზაფხულზე.
პროექტის მონაწილეები ვიქნებით
მე, ჩემი მოსწავლეები, პროცესში ჩაერთვებიან
მოსწავლეთა მშობლები დასურვილის შემთხვევაში, სხვა კლასის მოსწავლეებიც.
|
პროექტის შეფასება და თვითშეფასება:
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
მოსწავლეთა ჩართულობის
ხარისხი
|
+
|
||
აღნიშნული საკითხის
ცოდნა
|
+
|
||
წარმოდგენილი
ნამუშევრების ხარისხი
|
+
|
||
შესრულებული სამუშაოს
პრეზენტაციის უნარი
|
+
|
||
შევადგინე პროექტისს შეფასების რუბრიკაც:
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
წარმოდგენილი
საკითხის აქტუალურობა
|
+
|
||
რამდენად კონკრეტული,
მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია პროექტის მიზანი და ამოცანები
|
+
|
||
რამდენად რეალურია
შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს
|
+
|
||
რამდენად ზუსტად
არის განსაზღვრული საჭირო რესურსი
|
+
|
||
თანმიმდევრობა-
რამდენად ლოგიკურადაა აგებული
|
+
|
||
No comments:
Post a Comment