Monday, 11 November 2019


გაზაფხული და დედა
01.03 – 11.03. 2019 წელი

პროექტის ხელმძღვანელი
ხათუნა ქასოშვილი
სკოლა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი
მე-3 კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მოწვეული სტუმრები
პროექტის ვადები
  01.03 – 11.03.   2019 წელი
პროექტის მიზანი
მოსწავლეები გააცნობიერებენ დედის როლსა და მნიშვნელობას, დააზუსტებენ, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ დედა გაახარონ და ამაგი დაუფასონ. დედისადმი სიყვარულს და განწყობას გადმოსცემენ ნახატებში, დაამზადებენ მისალოც ბარათებს, აპლიკაციის გამოყენებით ააწყობენ სარვამარტო თაიგულებს; მონაწილეობას მიიღებენ თემასთან დაკავშირებით მოწყობილ კონკურსში, შეისწავლიან ლექსებს დედაზე, წაიკითხავენ შერჩეულ მოთხრობებს და იმსჯელებენ მათ მორალზე.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის შედეგად ბავშვები უფრო მეტად დააფასებენ დედის ამაგს; ეცდებიან, მოიქცნენ უკეთესად, რომ დედა გაახარონ. დედას მიუძღვნიან თავისი ხელით დამზადებულ მისალოც ბარათებს და ნახატებს. დაგეგმილ აქტივობებზე მუშაობისას განავითარებენ სახელოვნებო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, სოციალურ უნარებს.
პროექტის მიმდინარეობა
                                    1 მარტი
ა)ხატვა თემაზე ,,ჩემი დედიკო“
ბ)მისალოცი ბარათების დამზადება
                                       2 მარტი
                   დისკუსია თემებზე:
ა) ,,როდის გრძნობს დედა თავს ბედნიერად“;
ბ),,რას შევცვლიდი ჩემს ქცევებში დედა რომ გავახარო“;
გ),,რას ვუსურვებ დედას?“;
                                          5 მარტი
კონკურსი:
ა)კროსვორდის ,,გილოცავ დედა“ შევსება;
ბ)სიტყვა ,,დედას“ გამოყენებით სიტყვების შედგენა;
გ)დაშიფრული სიტყვის ,,სიხარული“ გამოცნობა;
დ) ცხოველების და ფრინველების გამოცნობა მითითებული ნიშნების მიხედვით;
ე)აპლიკაციის გამოყენებით სარვამარტო თაიგულების აწყობა;
                                6 მარტი
კლასის საათი: ,,დედაა სიკეთის შემოქმედი და უნდა პატივი ვცეთ მათ“;
ა)დედაზე ლექსების თქმა და მოთხრობების წაკითხვა
ბ)პროექტის შეჯამება, სტუმრად მოწვეული დედებისთვის და დებისთვის მისალოცი ბარათების და თაიგულების გადაცემა.
                            9 მარტი
 სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება
                            11 მარტი
პროექტის შემაჯამებელი კედლის გაზეთის გამოშვება

შეფასება
განმავითარებელი შეფასება, პოზიტიური უკუკავშირი.


No comments:

Post a Comment

  „ 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა! 20.05 – 05.06 2019 წელი პროექტის ხელმძღვანელი ხათუნა ქასოშვილი სკოლა ...