Wednesday, 23 October 2019

მუსიკის წრის შემაჯამებელი მეცადინეობა










მუსიკის წრის მუშაობის ამსახველი სურათები. მოსწავლეებმა შისწავლეს მერი დავითაშვილის სიმღერები, რომლებიც ქართულ მულტფილმებშია გაჟღერებული

 




















სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა  უსიკის წრის მუშაობის ამსახველი სურათები







 სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა  უსიკის წრის სამუშაო პროგრამა


საგანი
მუსიკა
საფეხური
დაწყებითი
კლასი
 IV კლასის მოსწავლეები
წრის მუშაობის დაწყების დრო/საათი
 2019-2020  სასწავლო წელი, პირველი მეცადინეობა ჩატარდება 30 სექტემბერს.
ხანგრძლივობა
45 წთ
წრის ხელმძღვანელი
ხათუნა ქასოშვილი

მიზანი

მოსწავლეებმა შეისწავლონ ქართველი საბავშვო კომპოზიტორების ნაწარმოებები, კონკრეტულად, შევისწავლით მერი დავითაშვილის საბავშვო სიმღერებს. წრის მიზანია, აგრეთვე, მოსწავლეებს შევაყვარო მუსიკა, როგორც საგანი, დავხვეწოთ მუსიკალური გემოვნება, გამოუმუშავდეთ მუსიკალური ნაწარმოების შეფასების უნარი. გაეცნონქართულ მულტფილმებს, რომლებშიც მერი დავითაშვილის სიმღერებია გამოყენებული. განუვითარდეთ შემოქმედებითი უნარები, დაუკავშირონ მუსიკა კინოხელოვნებას. შესწავლილი სიმღერები გამოიყენონ სასკოლო ღონისძიებებში.
აქტუალურობა
 დღესდღეობით მოსწავლეები, სამწუხაროდ, ნაკლებად ინტერესდებიან ქართველი კომპოზიტორებით. ისინი ძირითადად უსმენენ უცხოურ მუსიკას არსებული პრობლემა დამაფიქრებელია როგორც მშობლებისათვის , ასევე პედაგოგებისათვის.წრეობრივ მუშაობაში ჩართვა კი ერთ-ერთი საშუალებაა ,უბიძგოს  მოსწავლეებს ქართველი მუსიკოსების სიმღერების შესწავლისკენ, რადგან  იგი  ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჩართვას  სხვადასხვა ღონისძიებასა და ზეიმებში.



მუსიკის წრის სამუშაო გეგმა
განსახილველი თემები
თარიღი
ხანგრძლივობა
რესურსები
უნარების განვითარება
1
წრის ჩამოყალიბება,
წრეში გაერთიანებულ მოსწავლეთა სიების  დადგება.წრის მუშაობის გეგმის გაცნობა,წრის სახელწოდების შერჩევა.ჯგუფებად დაყოფა დავალებების განაწილება
30.09.1019
45 წთ
საკლასო ოთახი,ფურცელი, კალამი
თანამშრომლობა.
2
მერი დავითაშვილის ბიოგრაფიის გაცნობა-შესწავლა
07.10
45 წთ
მერი დავითაშვილის ბიოგრაფია, სურათი ინტერნეტიდან.
წიგნიერების კომპეტენციის უნარები
3
სიმღერა კინო-ფილმიდან „მანანა“, სიმღერის ტექსტის შესწავლა
11.10
45 წთ
სიმღერის ტექსტი, ფურცლები, კალამი
შემოქმედებითი უნარები,გამომხატველობითი კითხვის ნარები.
სიმღერის“მანანა“ მელოდიის შესწავლა
18.10
45
ტექსტები,კომპიუტერი, მოსასმენი მასალა
4
ვიდეო რესურსების მოსმენა,დაკვირვება და ანალიზი;
21.10
45 წთ
ვიდეორესურსები ,კომპიუტერი,დისკები.მულტფილმი“წუნა და წრუწუნა“.
დაკვირვების უნარი
5
მულტფილმიდან „წუნა და წრუწუნა“ სიმღერის შესწავლა
25.10
45 წთ
ტექსტები,,რვეული,კალამი, კომპიუტერი
კითხვის უნარების განვითარება
6
მულტფილმის“ჩხიკვთა ქორწილი“ ჩვენება
28.10
45 წთ
კომპიუტერი, ბუკები
პრეზენტაციის უნარი, ანალიზის უნარი
7
მულტფილმიდან სიმღერის შესწავლა
04.11
45 წთ
კომპიუტერი, პიანინო
ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობის,გუნდური სიმღერის უნარ-ჩვევა
8
დავიბანე პირი-ტექსტის და სიმღერის შესწავლა
08.11
45 წთ
ტექსტები,რვეული,
კალამი,კომპიუტერი, პიანინო
ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობის,გუნდური სიმღერის უნარ-ჩვევა
9
სიმღერის „ეს საწყალი კურდღელი“ ტექსტის და მუსიკის შესწავლა.
11.11
45 წთ
კომპიუტერი,პროექტორი,საკლასო ოთახი,ხმის გამაძლიერებელი
პრეზენტაციის უნარები, გუნდური მუშაობის უნარი
10
მატარებელი-ტექსტის შესწავლა
15.11
45წთ
ტექსტების რვეული,კალამი მოსასმენი მასალა
ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობის,გუნდური სიმღერის უნარ-ჩვევა
11
მატარებელი-მელოდიის შესწავლა
18.11
45
მოსასმენი მასალა, კომპიუტერი
ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობის,გუნდური სიმღერის უნარ-ჩვევა
12
შემაჯამებელი მეცადინეობა, ნასწავლის შეჯამება
25.11
45
მოსასმენი მასალა
პრეზენტაციის უნარი









No comments:

Post a Comment

  „ 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა! 20.05 – 05.06 2019 წელი პროექტის ხელმძღვანელი ხათუნა ქასოშვილი სკოლა ...