Tuesday, 12 November 2019


 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა!
20.05 – 05.06 2019 წელი




პროექტის ხელმძღვანელი
ხათუნა ქასოშვილი
სკოლა
სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი
მე-4 კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მოწვეული სტუმრები
პროექტის ვადები
  20.05  -05.06  2019 წელი
პრობლემის აქტუალობა
ჩვენს მოსწავლეებს ჯერ კარგად არ აქვთ გააზრებული თავიანთი უფლება-მოვალეობები, ამასთანავე,  სასურველია, მათ გაიგონ, რომ ყველა ბავშვს თანაბარი უფლებები აქვს, ყველა თანასწორია, აგრეთვე, გამოუმუშავდეთ  ტოლერანტობის გრძნობა სოციალურად დაუცველი თანატოლების მიმართ, გაუჩნდეთ მათი დახმარების სურვილი.
მეტად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იგრძნონ, რომ მათი სახელობის დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და მათ შორის, საქართველოც, საზეიმოდ აღვნიშნავთ, გახალისდნენ, ეს დღე მათთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცეს.
როცა მოსწავლეებს და მშობლებს შევთავაზე იდეა,, აღგვენიშნა ბავშვთა დაცვის დღე, ძალიან გაუხარდათ, ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად ღონისშიებებით აღგვენიშნა.
პროექტის მიზანი








მოსწავლეები გაეცნონ ბავშვის უფლებათა დეკლარაციას-(შემოკლებულ ვარიანტს);
გაიუმჯობესონ თავიანთი სახელოვნებო უნარები (დეკლამირება, ცეკვა, სიმღერა);
ხატონ შეთავაზებულ თემებზე: :ბედნიერი ბავშვები,: „ჩემი ოჯახი,“ „მე და ჩემი მეგობრები,“ „ჩემი ოცნების სახლი.“ მე მიყვარს ჩემი თანატოლები.“
შეძლონ შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და სოციალური უნარების განვითარება.
საჭირო
 რესურსი
შერჩეული  ლექსები, ფონოგრამები სიმღერებისა და ცეკვებისთვის, ფორმატის ქაღალდები ერთობლივი ხატვისთვის, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერები, ფლომასტერები, წებო, მაკრატელი, ჭიკარტები, ფერადი ქაღალდები.ფერადი ცარცი ასფალტზე ხატვისთვის.


მოსალოდნელი შედეგები

სადამრიგებლო პროგრამა-ბავშვებისთვის თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა, ბავშვის უფლებების დაცვა;
სადამრიგებლო პროგრამა-სხვა პიროვნებისადმი ემპათიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ტოლერანტობა;
სადამრიგებლო პროგრამა-მონაწილეობა მიიღოს შერჩეულ ღონისძიებაში სხვებთან ერთად;





ამოცანები და განხორციელე
ბის გზები
სოციალური  პროექტის ამოცანებად განისაზღვრა შემდეგი:


პროექტის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობა:
I    კვირა
·         მოეწყობა  საკლასო დისკუსია;
·         საზეიმოდ აღინიშნება I ივნისი-ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე;
·         წავიკითხავთ მხატვრულ ნაწარმოებებს ბავშვთა უფლებების დაცვაზე, თანასწორობაზე, მეგობრობაზე, ტოლერანტობაზე;
·         ინტერნეტში და სხვადასხვა გზით მოვიძიებთ საჭირო ფონოგრამებს, კარაოკე შერჩეული სიმღერებისთვის და ცეკვებისთვის.
·         მოვიმარაგებთ  საჭირო რესურსს. ( მოგვეხმარებიან მშობლები  და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები);
II   კვირა
·         მოვიძიებთ ზღაპრების სცენარებს, გავანაწილებთ როლებს, ლექსებს, სიმღერებს...
·         ხელოვნების გაკვეთილებზე დავხატავთ მსოფლიო ბავშვთა შესახებ.
III კვირა
·         საზეიმოდ აღვნიშნავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მოწვეულ სტუმრებთან ერთად;
·         გავმართავთ  საკლასო დისკუსიას მშობლებთან ერთად,-რა მოეწონათ პროექტზე მუშაობის პროცესში, რას გააუმჯობესებდნენ;
პროექტის მონიტორინ
გი
შეფასება და
თვითშეფასება




პროექტის მსვლელობის პროცესში აქტიურად გავწევ  მონიტორინგს,

შეფასება  შემდეგი კრიტერიუმებით:

·         მოსწავლეთა ჩართულობა;
·          წაკითხულის, ნანახისა  და მოსმენილის გააზრების უნარი;
·         შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა;
·         გამოხმაურება მშობლებისგან.



თვითშეფასების მარტივი  კითხვარი მოსწავლეებისთვის
რა მოგცათ სოციალურმა  პროექტმა?
ა) გავეცანი ბავშვთა უფლებებს, დავრწმუნდი, რომ დახმარების აღმოჩენა მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება, დიდი სიკეთეა;
ბ)  ბავშვთა საერთაშორისო დღე ხალისიანად გავატარე;
გ) საინტერესო არაფერი;
მუშაობის  დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის როგორი დამოკიდებულება იყო?
ა)ბევრად უკეთესი;
ბ) როგორიც აქამდე იყო;
გ)უარესი;
 პროექტის დროს საქმიანობით  კმაყოფილი ხარ?
ა) კმაყოფილი ვარ;
ბ) მეტს ველოდი;
გ)უკმაყოფილო ვარ.
პროექტის შეფასების რუბრიკა

რას დავაკვირდი
შეფასება

კარგი
საშუალო
სუსტი
წარმოდგენილი საკითხის აქტუალურობა

+


რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია პროექტის მიზანი და ამოცანები

+


რამდენად რეალურია შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს

+


რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული საჭირო რესურსი

+




Monday, 11 November 2019



პროექტის ავტორი
ხათუნა ქასოშვილი
რაიონი
შიდა ქართლი
სკოლა
სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლა
ქალაქი
კასპი
საფეხური,კლასი
II,III,IV  კლასი,
მოსწავლეთა რაოდენობა
22 მოსწავლე
პროექტის ხანგრძლივობა
 1/05/2019-07/06/2019
პროექტის დასახელება
ჯანსაღი ცხოვრების წესი
პროექტის აქტუალურობა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა, თუმცა, იმავე წყაროს მიხედვით, მსოფლიო ახალგაზრდობის 80% ფიზიკურად არასაკმარისად არის დატვირთული. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის  მნიშვნელოვან შემადგენელს, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა შეადგენს. ჯანსაღი ცხოვრების წესში არა მარტო სპორტი არამედ ფეხით, ველოსიპედით სიარული, ბაღში, ბოსტანში მუშაობა იგულისხმება.
 ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, ამცირებს მრავალი დაავადების, მათ შორის, ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთი ფორმის განვითარების ალბათობას, ამცირებს მოტეხილობების და ხერხემლის დაზიანების რისკს.
პროექტის მიზანი
მოსწავლეებმა გაიზრონ რა სარგებლობა მოაქვს ფიზიკური აქტივობებს და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესს მოზარდებისთვის.
გაითავისონ , რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელს უწყობს ორგანიზმის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას; ასევე ეხმარება სასურველი წონის მიღწევასა და შენარჩუნებაში; აძლიერებს ძვლებსა და კუნთებს;
არეგულირებს და აბალანსებს კოორდინაციის უნარებსა და ქცევებს;
აუმჯობესებს კონცენტრაციისა და აზროვნების უნარებს;
ამაღლებს საკუთარი თავის რწმენასა და თავდაჯერებულობას;
ათავისუფლებს სტრესისგან და ასვენებს ორგანიზმს/გონებას;
უზრუნველყობს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას და .
პროექტის ეტაპები
იდეის განსაზღვრა. მიზნის ჩამოყალიბება. ფუნქციების განაწილება. სტუმრობა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ სპორტსმენებთან, ინტერვიუს ჩამორთმევა. ექიმის მოწვევა სკოლაში და საუბრები მასთან ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობაზე. ღონისძიების ორგანიზება. მოსწავლეთა მშობლების მოწვევა და სპორტულ ღონისძიებაში ჩართვა.საუბრები ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სპორტის აუცილებლობაზე მოზარდთა ცხოვრებაში. მოზარდის ფიზიკური აქტივობის სახე და სიხშირე უნდა განვსაზღვროთ და დავგეგმოთ მათი ინტერესების, შესაძლებლობების, იდენტურობისა და წინასწარი ცოდნის შესაბამისად.


  „ 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა! 20.05 – 05.06 2019 წელი პროექტის ხელმძღვანელი ხათუნა ქასოშვილი სკოლა ...